ღარიბაშვილი: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ზაფხულში Pfizer-ის მილიონი დოზის შემოტანაზე

© AFP 2024 / MIGUEL RIOPAვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% აცრილი იყოს.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
შეღავათები ვაქცინირებული პირებისთვის – რაზე საუბრობენ ჯანდაცვის უწყებაში

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ვაქცინების თაობაზე მოლაპარაკებები მიდის როგორც უშუალოდ მწარმოებლებთან, ასევე COVAX-პლატფორმასთან და ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება.

„უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია Pfizer-ის დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით ივნისი-ივლისში. მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, ასევე „მოდერნასთან“ და „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ვაქცინირებული თანამშრომლები: საქართველოში კომპანიებისთვის შეღავათებს ამზადებენ>>

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 89.260 ადამიანმა გაიკეთა, მათგან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 14 ათასზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0