COVID-19 საქართველოში – 17 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 310.859 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.469, კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.395 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 657 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 330.879-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 310.859 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.038), გარდაიცვალა – 4.469 (ბოლო 24 საათში – 27), კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.395 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 657 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 11.665 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.137, PCR–ტესტით – 5.528.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,9%, ბოლო 7 დღის – 3,84%.

სულ აცრილია 89.260 პირი, ერთ დღეში აცრილია 738 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0