ყაზახეთში ასელ აიტპაევას ნათესავი მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Anatoly Ustinenkoყაზახეთის პოლიცია
ყაზახეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
გოგონას დაღუპვის შემდეგ მამაკაცმა, რომელიც ასევე მისი ნათესავია და იყო მისი დამსაქმებელი, საქართველო მალევე დატოვა

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევას დაღუპვის საქმეზე მის გაუპატიურებაში ბრალდებული მურატ მეირბეკოვი ყაზახეთში დააკავეს. ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ნურ-სულტანის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოში დაღუპული 26 წლის ასელ აიტპაევას მშობლების განცხადების საფუძველზე „ტრეფიკინგის“ მუხლით სასამართლოსწინა გამოძიება დაიწყო. მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი მეირბეკოვი დაკავებულია და ნურ-სულტანის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედეებები. სასამართლოსწინა გამოძიება გრძელდება, იუწყება მედია-პორტალი.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
ყაზახეთის მოქალაქის დაღუპვა: სასამართლომ მის ნათესავს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

ყაზახეთის მოქალაქე გარდაცვლილი 5 მაისს თბილისში იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

გამოძიებამ გამოარკვია, რომ ჯერ კიდევ 28–29 აპრილს ასელ აიტპაევა ძალადობის მსხვერპლი გახდა მურატ მეირბეკოვის მხრიდან. გამოძიების მონაცემებით, ის სცემდა ქალს და ორჯერ გააუპატიურა ის.

თორდუას დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ მეირბეკოვს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი გოგონას გაუპატიურების ორ ეპიზოდში და ცემის ფაქტზე ედება.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნის უფლება აქვს.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
„დაქორწინება სურდათ“ – ყაზახი გოგონას გარდაცვალების საქმეში ახალი ვერსია გაჩნდა

ყაზახეთის მოქალაქეს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურა არ ასაჯაროებს დეტალებს, მაგრამ ქართულ მასმედიაში გამოარკვიეს, რომ მეირბეკოვი ასელის ნათესავია და ავტოფირმის დირექტორია, რომელშიც ქალი მუშაობდა.

მურატმა საქართველო ქალის დაღუპვის შემდეგ მალევე დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0