ტურისტული კომპანიებისთვის სამეგრელოში ინფო-ტური მოეწყო

© photo: Municipal Development Fund of Georgia / FBზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ქართული ტურისტული კომპანიების 18 წარმომადგენელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ინფო-ტურის ფარგლებში სამეგრელოს ესტუმრა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.

ტურის მონაწილეებმა 3 დღის განმავლობაში დედამოკას ხეობა, ნოქალაქევის ციხე-გოის, აბეთადას ციხე დაათვალიერეს. ბალდას ხეობაში მოინახულეს ტობას და ონიარეს ჩანჩქერები. ეწვივნენ კერამიკის სახელოსნოს და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს.

ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Gitoa - საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ , GTA - საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0