სამეგრელო-ზემო სვანეთში 22 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის რეფერქალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერქალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით რეგიონი თბილისისა და იმერეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 75 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებით რეგიონი თბილისისა და იმერეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

რუხის კლინიკაში 158 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 22.

ფოთის კლინიკაში 39 კოვიდ-პაციენტია.

გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 12 პაციენტია მოთავსებული.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში - 27 პაციენტი.

სენაკის „ლაზიკა მედიში“ - 58 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 2.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 62-ს შეადგენს.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 330.375-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0