ოჯახის სიწმინდის დღეს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ქუჩების კურთხევა
თბილისის ქუჩების კურთხევა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მასშტაბური მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიებები არ გაიმართება.

 

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს 11:00 საათზე სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს წმინდა წყლით აკურთხებენ, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დილის 11:00 საათზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბებიან სამების საკათედრო ტაძართან, სადაც მოხდება წყლის კურთხევა, შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები.

ლგბტ აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პირველი მიმართულება - საბურთალო, მეორე - დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, თემქა, მესამე - ორთაჭალა, ისანი, სამგორი, მეოთხე - მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე, მეხუთე - ჩუღურეთი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მასშტაბური მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიებები არ გაიმართება.

ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0