ცნობილ ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი აქვს, რის შესახებაც „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ამცნო. გარდა იმისა, რომ მოდელს ცოტა ხნით წინ მეუღლის მამა გარდაეცვალა, რომელიც რამდენიმე თვე მძიმე დაავადებას ებრძოდა და ამის გამო ოჯახი ცოტა ხნით გერმანიაში ცხოვრობდა, მის მეუღლეს და ოჯახის სხვა წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც ლიკუნა წერს, ვირუსი მხოლოდ მას არ აღმოაჩნდა, ამის გამო იზოლაციაში უწევს ყოფნა, ოჯახის წევრები და განსაკუთრებით მეუღლე ენატრება რომელსაც ვერ ნახულობს და გამუდმებით ტირის. ლიკუნას მეუღლე სანდრო ჭანტურიაა, რომელზეც მოდელმა გასული წლის აგვისტოში იქორწინა.
View this post on Instagram
ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა. დღეისათვის ის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია. მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძეზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი და სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავ დომენიკ პარსელის რომანტიკული ურთიერთობა გამჟღავნდა.
View this post on Instagram
ორი წლის წინ სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადასაღებად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, შედეგად კი ფოტოობიექტივშიც მოხვდა.
View this post on Instagram
როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო. როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა. „აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ, ალბათ ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა“, – ამბობდა მოდელი.