ლევან ვასაძე თბილისელებს თავის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021
ლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ, რომელსაც საქართველოში მორალისა და ქართული ტრადიციების დამცველად იცნობენ, 9 აპრილის ბაღში მივიდა და იქ შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. და რომელიც მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021
ლევან ვასაძე თბილისელებს თავის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021

საზოგადო მოღვაჭესთან შესახვედრად ბაღში ასობით ადამიანი შეიკრიბა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021
ლევან ვასაძე თბილისელებს თავის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021

ლევან ვასაძის თქმით, მას მტკიცედ სწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შეძლებს, გაარღვიოს  მოჯადოებული წრე, რომელზეც საქართველო 30 წელია მოძრაობს.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, ის ფუჭი დაპირებების გაცემას არ აპირებს.

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021
ლევან ვასაძე თბილისელებს თავის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ლევან ვასაძესთან შეხვედრა. 16/05/2021

„ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, ჩვენი საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ არასწორი იდეოლოგიისა და პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ღირებულებების დამცველი და პრორუსული კურსის მიმდევარია. მილიონერმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძეს რვა შვილი ჰყავს - ოთხი გოგონა და ოთხი ვაჟი.

 

ყველა ახალი ამბავი
0