ბეისბოლის კეტები გარჩევაზე დმანისში - რა ვერ გაიყვეს ადგილობრივებმა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
დაპირისპირება გრძელდება, მიუხედავად „კომენდანტის საათის“ დადგომისა, რომელიც საქართველოში საღამოს ცხრა საათიდან მოქმედებს.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ქვემო ქართლში დმანისის მცხოვრებლებს შორის კონფლიქტი გადაიზარდა სისხლიან გარჩევაში ბეისბოლის ხელკეტების გამოყენებით.

ტელეარხ „მთავარი არხის“ მონაცემებით, კონფლიქტი უცნობი მიზეზის გამო გაჩნდა დმანისელებს შორის - ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეკო-მიგრანტებს სვანეთიდან. სიტუაცია დღის ხუთი საათისთვის გამწვავდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე დარბეულია ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2020
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ფაქტზე მისივე ნათესავი დააკავეს

დაპირისპირება გრძელდება, მიუხედავად „კომენდანტის საათის“ დადგომისა, რომელიც საქართველოში საღამოს ცხრა საათიდან მოქმედებს.

ტელეარხ „მთავარის“ ვიდეოდაკვირვების კადრებში დასისიხლიანებული ადამიანები ჩანან. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, მაგრამ ის ჯერჯერობით კონფლიქტში არ ერევა.

შსს-ს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

დმანისში დაპირისპირების დეტალები და მიზეზები დგინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0