თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სამსახურის მონაცემებით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ცეცხლის ჩაქრობაში ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.
„ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა ორი ჰექტარს ფართობს.