თურქეთი ორშაბათიდან „ლოკდაუნის“ შერბილებას იწყებს

© AP Photo / Burhan Ozbiliciსიტუაცია თურქეთში
სიტუაცია თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ქუჩაში გასვლას მხოლოდ სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეძლებენ, ამ შეზღუდვებისგან ორჯერ აცრილი პირები თავისუფლდებიან.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თურქეთის შსს-მ გამოაქვეყნა დადგენილება შემზღუდველი ზომების შერბილების შესახებ, რაც 17 მაისს „ლოკდაუნის“ დასრულებას უკავშირდება.

მანამდე პრეზიდენტმა ტაიიპ რეჯეფ ერდოღანმა ქვეყანაში სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადა 29 აპრილიდან 17 მაისამდე.

  • როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, პარასკევს თურქეთში კორონავირუსის 11.394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 7 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაქსიმუმი დაფიქსირდა 16 აპრილს, როდესაც ვირუსი 63.082 ადამიანს დაუდასტურდა, შემდეგ კი თანდათან კლება დაიწყო. ამასთან ლეტალური შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 30 აპრილს დაფიქსირდა - 394.

„1 ივნისამდე ნარჩუნდება ყოველდღიური კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე და სადღეღამისო კომენდანტის საათი შაბათ-კვირას. სურსათის მაღაზიები შაბათ-კვირას იმუშავებენ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. საქალაქთაშორისო გადაზიდვები განხორციელდება იმ პერიოდებსა და დღეებში, როდესაც არ მოქმედებს კომენდანტის საათი. რესტორნები და კაფეები მხოლოდ გატანა-მიტანაზე იმუშავებენ“, - ციტირებს დოკუმენტს РИА Новости.

ტურისტები ანკარაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს: ლოკდაუნის დეტალები

სავაჭრო ცენტრები, ბაზრები, ასევე ტანსაცმლის, საგალანტერიო და სამეურნეო საქონლის მაღაზიები სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ. 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ქუჩაში გასვლას მხოლოდ სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეძლებენ, ამ შეზღუდვებისგან ორჯერ აცრილი პირები თავისუფლდებიან. 65 წელს ზემოთ და 18 წელს ქვემოთ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ.

საბავშვო ბაღები მუშაობას 17 მაისიდან განაახლებენ.

აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე, ხოლო ბინადრობის უფლების მქონე უცხოელები ვალდებულები არიან შეასრულონ შეზღუდვები.

ყველა ახალი ამბავი
0