სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Nika latariaრუხის კლინიკა
რუხის კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
56 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია და ქუთაისის კოვიდ-კლინიკაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება 71 წლის ჩხოროწყუს მკვიდრს, მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. სამეგრელოში კორონავირუსის ინფექციით ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსი 130 ადამიანს დაუდასტურდა.

გამვლელები ავტობუსის გაჩერებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ამავე ცნობით, 56 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია და ქუთაისის კოვიდ კლინიკაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება 71 წლის ჩხოროწყუს მკვიდრს, მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

რუხის კლინიკაში 158 კოვიდ-პაციენტი იმყოფება, მათ შორის მძიმეა 22 პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ პაციენტი, სენაკის კლინიკა „სენამედში“ 12 კოვიდ პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტი, სენაკის „ლაზიკა მედიში“ 56 პაციენტი იმყოფება.

რეგიონში დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 54 შეადგენს.

საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1.788 შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0