პარტია „ლელო“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას გეგმავს

© courtesy of Lelo For Georgia„ლელოს“ მიტინგი
„ლელოს“ მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული კაპიტალის გამართულ ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია.

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძენ განაცხადა.

ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

„ლელოს“ პარლამენტში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს - ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და იურისტები დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

„საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული კაპიტალის გამართულ ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია, საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კაპიტალის ბაზრის განვითარება „ლელოს“ პროგრამის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს საბანკო სისტემაში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. 90-იან წლებში მათ საქართველოს უმსხვილესი - „თიბისი ბანკი“ დააარსეს.

ყველა ახალი ამბავი
0