„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსივე დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik.  „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ექვსი პირის ახლობლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. იუწყება „პირველი არხი“.

დაკავებულები ბათუმელი ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები არიან.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანა.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

მათი ახლობლების განცხადებით, დაკავება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა, რადგან დაკავებულები მუდმივად აქტიურობდნენ ოპოზიციის აქციებზე.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსივე დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შეკრებილები 8 ივნისს, ქუთაისში დანიშნული სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას 8 რიცხვში აღარ დაუშვას ის შეცდომა, რაც უდანაშაულოთა დაკავებისას დაუშვა და გაათავისუფლოს ახალგაზრდები. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ხალხის პროტესტი“, – ამბობს დაკავებული ძმები ჭელიძეების მამა ჯემალ ჭელიძე.

აქციას თბილისიდან „მოძრაობა საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ, ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე პროვოკატორები მიუგზავნეს, სადაც დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მორიგ საპროტესტო აქციას 8 ივნისს ქუთაისის სასამართლოსთან პროცესის პარალელურად გამართავენ.

სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი 15 აპრილს ბათუმში დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0