„რუსეთის პოზიციების წარმატება“: ექსპერტი ბაიდენის განცხადებაზე კიბერუსაფრთხოების შესახებ

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიკიბერთავდასხმა
კიბერთავდასხმა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან „პირდაპირი კავშირი აქვს“.

პოლიტოლოგმა ალექსეი ზუდინმა რადიო Sputnik-ის ეთერში ისაუბრა, თუ რატომ იმსახურებს ბაიდენის განცხადება განსაკუთრებულ ყურადღებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას კავშირი არ აქვს აშშ-ის მილსადენების უმსხვილეს ოპერატორზე – კომპანია Colonial Pipeline-ზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან. თუმცა, ჰაკერები, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, დასძინა მან.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რუსეთის მთავრობა თავდასხმის მონაწილე იყო, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს ვივარაუდოთ, რომ დამნაშავეები რუსეთში ცხოვრობენ. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს რუსეთთან იმ ზომების თაობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გატარდეს გამომძალველი ქსელების წინააღმდეგ და ვისწრაფოდეთ ნაბიჯებისკენ, რათა მათ მოქმედების შესაძლებლობა შევუზღუდოთ“, – აღნიშნა ბაიდენმა. 
სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2015
შოიგუ: ნატომ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 13–ჯერ გაზარდა

Colonial Pipeline-ზე, სავარაუდოდ, ჰაკერული ჯგუფი DarkSide-ის მხრიდან კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერების ქმედებამ შეაფერხა მილსადენის მუშაობა და გამოიწვია ბენზინის საბითუმო ფასის ზრდა აშშ-ში.

მილსადენის სისტემა ხუთშაბათს, ღამით გადაიტვირთა, თუმცა მისი მუშაობის განახლებას დრო დასჭირდება, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პოლიტოლოგმა ალექსეი ზუდინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაიდენმა რუსეთთან კიბერუსაფრთხოების საკითხების განხილვის გეგმებზე ისაუბრა.

„ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა განხილვასაც აშშ-ს რუსეთის მხარე სთავაზობდა, აშშ კი ჯიუტად აცხადებდა უარს, საკითხი განხილვის საგნად ექცია. ეს მომენტი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ადრე არაფერი გამიგია იმაზე, რომ (აშშ-ის მხრიდან) მსგავსი წინადადება გამოთქმულიყო“, – აღნიშნა ალექსეი ზუდინმა რადიო Sputnik-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, ეს შეიძლება რუსეთის პოზიციის წარმატებად განვიხილოთ.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველად გაიჟღერა მოლაპარაკების თემამ კიბერუსაფრთხოებაზე, რომელსაც აშშ ადრე თანმიმდევრულად არიდებდა თავს. ამაში კი შეიძლება რუსეთის მტკიცე პოზიციის წარმატების დანახვა, რომელიც დიდი ხანია ასეთი მოლაპარაკების წინადადებით გამოდიოდა“, – აღნიშნა ალექსეი ზუდინმა.

ყველა ახალი ამბავი
0