როგორ მივიღოთ მონაწილეობა შვილიშვილის აღზრდაში და რა უნდა გავითვალისწინოთ

CC BY-SA 2.0 / Ryan and Sarah Deeds / Ryan and Sarah Deedsბაბუა და შვილიშვილი
ბაბუა და შვილიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
დღეს იშვიათად შეხვდებით დედას, რომელიც წლების განმავლობაში შინ ზის და შვილის აღზრდით არის დაკავებული. დედების უმრავლესობა პატარას დაბადებიდან რამდენიმე თვეში  სამუშაოს უბრუნდება და  აი, ამ დროს დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის დავუტოვოთ პატარა?

ამ დროს ძირითადად განიხილება ძიძა ან კერძო საბავშვო ბაღი, თუმცა ხშირად ახალგაზრდა ოჯახისთვის ფინანსურად არახელსაყრელია ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები. ამიტომ ახალბედა მშობლებიც არჩევანს ბებიებისა და ბაბუების დახმარებაზე შეაჩერებენ ხოლმე.

ბებიისა და ბაბუის მიერ ბავშვის აღზრდასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე ზოგიერთ მათგანს განიხილავს და ბებია-ბაბუებს სასარგებლო რჩევენს უზიარებს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
როგორ მივიღოთ მონაწილეობა შვილიშვილის აღზრდაში და რა უნდა გავითვალისწინოთ - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
თამარ ობგაიძე

- უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდის საქმეებში ბებია და ბაბუა?

- მე ვფიქრობ, რომ დიახ. და მგონია, თქვენი უდიდესი ნაწილიც ამ კითხვაზე ასე პასუხობს. თუ გინდა შვილს დიდი სიყვარული, განსაკუთრებული სითბო და ზრუნვა აჩუქო, მშობლები ამ საქმეში აუცილებლად უნდა ჩართო. არაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რისი გაზიარებაც ამ ადამიანებს შეუძლიათ. ბებიობა და ბაბუობა სრულიად განსხვავებული გამოცდლებაა. ვის შეუძლია ასეთი ზრუნვა, მოუბეზრებელი თამაში, ერთგულება, როგორც ბებია-ბაბუას?!

მამა-შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიზარმაცის დაძლევაში – ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები

მე შვილიშვილები ჯერ არ მყავს, მაგრამ წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა, როცა შენი გენის მატარებელ კიდევ ერთ უსაყვარლეს არსებას ხედავ, ხელით ეხები და გრძნობ, რომ გრძელდები! როცა მშობელი ხდები, განსხვავებულ გამოცდილებას იძენ, სწავლობ, პატარასთან ერთად შენც იზრდები, იხვეწები, როგორც მშობელი.

წლები სწრაფად გადის და აი, ის, შენი გაგრძელება შენ წინაა! ამ პატარა ადამიანს შენ სახლში, სულში ენით აუწერელი ბედნიერება შემოაქვს. აკვირდები და შენი შვილის ბავშვობას ხედავ, ხანაც თითქოს საკუთარი ნაკვთები გხვდება თვალში.

- რა უნდა გაითვალისწინოს ბებია-ბაბუამ, როცა მშობლებმა პატარა ანდეს?

- მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილი ჩვენი სისხლი და ხორცია, უნდა გაითავისოთ, რომ ის მაინც სხვა ადამიანების შვილია. შენი შვილი და მისი მეუღლე ან პარტნიორი თავად არიან მთავარი ადამიანები მის ცხოვრებაში და ბავშვის გაზრდა-აღზრდაც სწორედ მათი პრეროგატივაა. სწორედ ისინი ირჩევენ მის სამოსს, ექიმს, აღზრდის მეთოდს... ყველაფერს, რაც ოდესღაც შენი შვილის გაჩენის შემდეგ შენ თავად გადაწყვიტე ან გულით გინდოდა გადაგეწყვიტა და უფროსები ჩაერივნენ, იქნებ ამით გულიც გატკინეს.

ბავშვი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ, პიროვნება ვერ გახდება

შენს კეთილ რჩევას შვილები აუცილებლად მიიღებენ, საქმეებში ჩარევას - სავარაუდოდ, არა. აი, რა კითხვები უნდა დაუსვა შვილებს, როცა პატარას მოვლაში ჩაერთვები:

· პირველ რიგში უნდა გაარკვიო, როგორია პატარას ძილის და კვების რეჟიმი.

· მშობლები აუცილებლად გეტყვიან, როგორი თამაში მოსწონს, როგორ გამოხატავს დაღლას ან უკმაყოფილებას.

· დეტალურად გაიარე, რა საკვები უნდა მისცე ბავშვს.

· თუ დედა გამოწველილ რძეს ტოვებს, ყურადღებით გაეცანი მისი შენახვის წესებს, ხოლო თუ ხელოვნურ კვებაზეა, გაარკვიე ნარევის მომზადების საკითხები.

· თუ პატარა დამატებით საკვებსაც იღებს, გაეცანი ამ საკვების ჩამონათვალს. შესაძლოა, ჩვილს მზა პროდუქტებით კვებავენ - ასეთ შემთხვევაში საკვების უბრალოდ შეთბობა მოგიწევს, იმ შემთხვევაში, თუ საკვებს შინ უმზადებენ, გაეცანი რეცეპტებს და მკაცრად მისდიე მას.

· არ მისცე ჩვილს სხვა საკვები, გარდა იმისა, რაც მშობლებმა დაგიტოვეს. „ჩვენს დროს ასე იყო“ - ამ საქმეში არ გამოდგება. მედიცინა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, იცვლება წარმოდგენებიც, მიდგომებიც მოვლის, კვების, დაავადებათა მკურნალობის საკითხებზე. ასე, რომ ბევრი რამ, ჭეშმარიტება რომ გვეგონა, მითად იქცა.

შალვა ამონაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2021
​ამონაშვილი: სხვა ჯიშის ბავშვები იბადებიან ახლა და მათ სხვანაირი მშობლები უნდათ

· გაეცანი ბავშვის ძილის რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილის წესები, რაც ასევე შეცვლილია. თუ 80-90-იან წლებში მუცელზე ძილი იყო მიღებული, ახლა მკაცრად რეკომენდებულია ძილის ზურგზე, რადგან მუცელზე ძილმა, შესაძლოა, ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკი გაზარდოს.

· ჰკითხე  მშობლებს ბავშვის ჩვევების შესახებ.

· არ გამოგრჩეს ის ჰიგიენური ღონისძიებები, რასაც მშობლები იცავენ.

· აუცილებლად დაეკითხე შვილებს ბავშვის იმ წესებზე, რაც ჩვილის უსაფრთხოებისათვისაა აუცილებელი.

· ხელი შეუწყე მის განვითარებას - ესაუბრე, ეთამაშე, ასეირნე. ბებია-ბაბუაზე უკეთ ეს მგონი არავის გამოსდის.

· ინტერნეტ-რესურსები ამოუწურავია. მოძებნე სანდო წყაროები და გაეცანი სიახლეებს ბავშვის მოვლის, კვების, დაავადებათა ექიმამდელი მართვის საკითხებზე.

და რაც მთავარია, გადაჭერი სადავო საკითხები შვილებთან ერთად. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია ოჯახური ჰარმონიისა და ბავშვისათვის მშვიდი გარემოს შესაქმენლად.

ტკბილ ბებია-ბაბუობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0