მკვლელობა და სუიციდი ბათუმში – ნაპოვნია ქალის და მამაკაცის ცხედრები

© photo: Sputnik / Stringerდანაშულის ადგილი
დანაშულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მამაკაცისა და ქალის ცხედრები იპოვეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მამაკაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკლვლელობით დაასრულა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთის, ქალი კი უზბეკეთის მოქალაქეა.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე ოფიციალური განცხადება შესაბამის უწყებებს ჯერ არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0