Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე და ილო დაქორწინებული არ ვართ, შედეგიც სახეზეა...“ – ანი ბებია ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
ანი ბებიამ სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვებს უპასუხა. ნახეთ რა ფოტო გამოაქვეყნა ცნობილი იუმორისტის და ტელეწამყვანის მეორე ნახევარმა.

მსახიობ ანი ბებიას „ინსტაგრამის“ ხელმომწერებთან ხშირი კონტაქტი აქვს და საკუთარ გულშემატკივრებს დროდადრო კითხვების დასმის საშუალებასაც აძლევს. ამჯერადაც ანის საკუთარმა ხელმომწერებმა სხვადასხვა კითხვები დაუსვეს, მათ შორის - პირადიც. მაგალითად, რამდენი ხანი იყვნენ ილო და ანი შეუღლებამდე ერთად, სად გაიცნეს ერთმანეთი და როდის ჰქონდათ პირველი პაემანი.

მსახიობის თქმით, წყვილი ამჟამადაც შეყვარებულობის ფაზაშია და კანონიერად არ არიან დაქორწინებული. „საბუთით, კანონით და ოფიციალურად არავინ და არაოფიციალურად ყველაფერი“, – პასუხობს ანი. მისივე თქმით, ილოსა და მას შორის ათწლიანი ასაკობრივი სხვაობაა. კითვაზე, რას ფიქრობს ქორწინებამდე სექსზე, მსახიობმა ჯერის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „შედეგი სახეზეა“.

ანი ბებიამ ცოტა ხნის წინ პოსტსამშობიარო დეპრესიაზე ისაუბრა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“. მისი თქმით, ორსულობაც და მშობიარობის შემდგომი პერიოდიც მისთვის რთული აღმოჩნდა. მსახიობის თქმით, რამდენიმე წელი არ ორსულდებოდა და არც ექიმებთან უვლია, რომ ორსულობა დაეგეგმა, თვლიდა, რომ პატარა იყო შვილის გაჩენისთვის და ჯერ კარიერისთვის უნდა მიეხედა.

ანი ბებიას თქმით, ამის გამო ილო ბეროშვილთან ურთიერთობაც აერია, ხოლო მშობიარობის შემდეგ ყველაფრის ეშინოდა, თითქმის ყოველდღე ტიროდა. „ეს პერიოდი მქონდა დაახლოებით ორი თვე და მეგობარმა მითხრა, დეპრესია გაქვსო”, – ამბობს მსახიობი.

ანისა და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. საზოგადოებისგან ხშირად იყო შეკითხვა ბიჭუნას სახელთან დაკავშირებით, რაზეც ანიმ თქვა, რომ „ჯერი“ ასტროლოგიის მიხედვით დაარქვა. „ვირთხის წელში დაიბადა და გამახსენდა „ტომი და ჯერის“ მულტფილმი. ამიტომაც დავარქვით ჯერი“, – აღნიშნა ანიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

View this post on Instagram

A post shared by Ani Bebia (@ani.bebia)

ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0