კოვიდ-ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა: პრობლემა აღმოფხვრილია

© AFP 2024 / FRED TANNEAUვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთბაშად ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის დაწყებისას სისტემაში შექმნილი ტექნიკური შეფერხება აღმოფხვრილია.

სპეციალურ პორტალზე ტექნიკური შეფერხება გუშინ გაჩნდა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ.

კოვიდ-ვაქცინისთვის რეგისტრაციას დროებით ვერ შეძლებთ: სისტემაში შეფერხება დაფიქსირდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
კოვიდ-ვაქცინისთვის რეგისტრაციას დროებით ვერ შეძლებთ: სისტემაში შეფერხება დაფიქსირდა

გუშინ, 20:00 საათზე რეგისტრაცია იწყებოდა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზისთვის (18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის) და AstraZeneca-ს პრეპარატით პირველი დოზით ვაქცინაციაზე (45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის). გარდა ამისა, მიმდინარეობს რეგისტრაცია Pfizer-ის მეორე დოზის მისაღებად.

რეგისტრაცია ვაქცინაციისთვის და ვიზიტის დაჯავშნა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge ხდება. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ჩინური წარმოების Sinopharm-ის პრეპარატით 18 წელს ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შუალედით კეთდება. მეორე დოზით ვაქცინაცია 25 მაისს უნდა დაიწყოს.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია, 43 ათასი დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინების იმავე რაოდენობის მეორე პარტია ქვეყანამ 6 მაისს მიიღო.

AstraZeneca-ს პრეპარატით 45 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან: იწყება რეგისტრაცია>>

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის და Johnson Johnson-ის ვაქცინებს COVAX–პლატფორმიდან საქართველო, სავარაუდოდ, ივლისში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0