საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
13 მაისიდან მთელ ქვეყანაში მუშაობას ანახლებენ საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სხვა დაწესებულებები, რომლებსაც „მაისის არდადეგები“ შეეხო.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ცხრადღიანი შესვენების შემდეგ საქართველოში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა – ამუშავდა მეტრო, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები.

გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების შესახებ 11 მაისს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. 12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღე ოფიციალურად დასვენების დღეა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
უქმე დღეები მთავრდება – სკოლები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ

ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი – მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელებულა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

გარდა ამისა, მთელ ქვეყანაში 13 მაისიდან მუშაობას ანახლებენ საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სხვა საწარმოები და დაწესებულებები, რომლებსაც „მაისის არდადეგები“ შეეხო.

ამჟამად კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, პირბადის ტარების სავალდებულო რეჟიმი ქვეყანაში კიდევ მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება, ხოლო „კომენდანტის საათის“ გაუქმების გადაწყვეტილება შეიძლება რამდენიმე კვირაში მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0