არდადეგები დასრულდა – საქართველოს პარლამენტი მუშაობას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
სასესიო სხდომა კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის გარეშე გაიმართება – ოპოზიციურ პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მაისის „არდადეგების“ შემდეგ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს – უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ოპოზიციის ნაწილიც გეგმავს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში მაისის პირველი ნახევარი, 13 მაისამდე უქმე დღეებად გამოცხადდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ივნისში ჩააბარებს

ბიუროს სხდომაზე ხუთშაბათს ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტის დარეგისტრირება იგეგმება. ერთი შეიმუშავა უმრავლესობამ, ხოლო მეორე – ოპოზიციამ.

ბიურო ასევე განსაზღვრავს შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც დოკუმენტები უნდა განიხილონ. რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი ამნისტიის შესახებ არ შეიძლება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დარეგისტრირების შემდეგ ბიურო კანონპროექტებს გადასცემს შესაბამის დარგობრივ კომიტეტებს და უკვე დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ პირველი მოსმენით კანონპროექტის როგორც ერთ, ისე მეორე ვარიანტს. რაც შეეხება საპროცედურო ვადებს, ერთ სასესიო კვირაში კანონპროექტს მიიღებენ პირველი მოსმენით, მეორე მოსმენით უკვე შემდეგ სასესიო კვირაში და მესამე მოსმენით – კიდევ მომდევნო სასესიო კვირაში.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამ დროის განმავლობაში მათ კონსულტაციები ექნებათ როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

დოკუმენტის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება. მხარეებს სხვადასხვა ხედვა აქვთ თავად ამნისტიის პროცესზე. ხელისუფლებას სურს, რომ ამნისტია მოვლენების ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის, პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით გამოკვეთოს გამოძიებამ. ამასთან მოითხოვენ, რომ ამნისტირებულებმა ამნისტიაზე თანხმობა განაცხადონ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
მედლის ორი მხარე - რა წერია ამნისტიის პროექტებში

ამას გარდა, დღეს პარლამენტში ელოდებიან თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა წარდგეს.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, დეპუტატები მოისმენენ ინფორმაციას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. იქნება საკმაოდ საინტერესო მოსმენა, აღნიშნა მან.

„თავდაცვის საქმიანობას აძლევენ მაღალ შეფასებას ჩვენი პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბერაიამ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეული მინისტრი წელიწადში ერთხელ გაწეული მუშაობის შესახებ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტს ანგარიშს აბარებს.

ასევე დღეს გაიმართება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევას აპირებენ. ასევე შემუშავდება საგამოძიებო კომისიის დებულება. ამ დროისათვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძის კანდიდატურა განიხილება.

საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
ვინ იმუშავებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში – ცნობილი გახდა დეპუტატთა ვინაობა

ასევე განიხილავენ კომისიის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხს, რადგან მისი საქმიანობის ვადა 17 მაისს იწურება.

საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ ინიციატივითა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ შეიქმნა 17 თებერვალს.

მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ კომისია უბნების ნაწილს ხელახლა დაითვლის, ხოლო თუ ცესკოს შედეგებთან თუნდაც 1%-იანი სხვაობა დაფიქსირდება, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ოქტომბრის არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 90 ადგილი მიიღო. დანარჩენი 60 ადგილი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.

ოპოზიცია და დასავლეთი უკმაყოფილოა: „ნაცმოძრაობა“ მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს>>

დღევანდელი პლენარული სხდომა კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის გარეშე გაიმართება – ოპოზიციურ პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

ყველა ახალი ამბავი
0