საეკლესიო კალენდარი: 13 მაისი

© photo: Sputnik / Stringerსაეკლესიო კალენდარი: 13 მაისი
საეკლესიო კალენდარი: 13 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
საქართველოს მართლადიდებელი ეკლესია 13 მაისს წმიდა მოციქული იაკობ სევასტოპოლელი ეპისკოპოსის ეგნატეს, დონატე ეპისკოპოსის და მოწამე მაქსიმეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყო მარკოზ მახარობელი და რატომ არის ის მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი, წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის ძმა

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველთან ერთად.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.
ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.

საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი

სევასტოპოლელი ეპისკოპოსი ეგნატე

სევასტოპოლელი ეპისკოპოსი ეგნატე, ერობაში დიმიტრი ბრიანჩანინოვი  ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პაკროვსკოში, დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა.

1831 წელს ეპისკოპოსმა სტეფანემ  დიმიტრი ბერად აღკვეცა ეგნატეს სახელით. იმავე წელს ივნისში ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, სულ მოკლე ხანში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1838 წელს არქიმანდრიტი ეგნატე პეტერბურგის ეპარქიის ყველა მონასტრის ბლაღოჩინად დაინიშნა. გარეგნულად მოუცლელი ცხოვრების მიუხედავად იგი შინაგანად ასკეტ მეუდაბნოედ რჩებოდა.

1857 წელს პეტერბურგის მიტროპოლიტმა გრიგოლმა არქიმანდრიტ ეგნატეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წმიდა სინოდმა მას კავკასიისა და შავიზღვისპირეთის ეპარქია ჩააბარა.

მძიმე ავადმყოფობის გამო 1861 წელს ეპისკოპოსმა ეგნატემ თხოვნით მიმართა წმიდა სინოდს, მიეცათ მისთვის უფლება გადამდგარიყო ეპარქიის მართვა-გამგებლობიდან და ბაბაევოს მონასტერში წასულიყო.

1867 წლის 16 აპრილს სნეულებებით დაუძლურებულმა ეპისკოპოსმა უკანასკნელად სწირა, ამის შემდეგ საერთოდ აღარ გამოსულა კელიიდან, და ამავე წლის 30 აპრილს ლოცვაში მიიცვალა.

საეკლესიო კალენდარი : 11 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
საეკლესიო კალენდარი : 11 მაისი

დონატე ეპისკოპოსი

წმიდა დონატე ეპისკოპოსი (+დაახლ. 387) ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდის (379-397) დროს და იყო ქალაქ ევერიის ეპისკოპოსი. ქალაქთან ახლოს, სიროპში მოწამლული წყარო ამოდოდა. როცა ეპისკოპოსმა ამის შესახებ გაიგო, მრევლთან ერთად მივიდა და განაგდო წყაროში ჩაბუდებული საშინელი გველი. წმიდა ეპისკოპოსმა ილოცა, აკურთხა წყალი და უშიშრად დალია, ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა ადიდა უფალი. წმიდა დონატმა სხვა მრავალი სასწაულიც აღასრულა:

წმიდა დონატე გარდაიცვალა დაახლოებით 387 წელს.

მოწამე მაქსიმე 

წმინდა მოწამე მაქსიმეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ქრისტეს აღმსარებლობისათვის ეწამა. მრავალგვარი ტანჯვის შემდეგ მას მუცელი გამოუფატრეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0