როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვრები: თურნავას განმარტება

© photo : Ia Chkhaidze / FBსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სახმელეთო საზღვრების გახსნას რამდენიმე კვირის შემდეგ გეგმავს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
„ყველაფრის ერთბაშად გახსნა არ შეიძლება“ – ეპიდემიოლოგების მოსაზრება

თურნავას ვარაუდით, აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელება ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის დასრულებას დაემთხვევა.

„სახმელეთო საზღვრების უსაფრთხო გახსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია ტურიზმისთვის. სახმელეთო საზღვრების გახსნა ზოგადად იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას. ალბათ უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“, – განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს მთლიანად გახსნა, თუმცა სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამასთან ჩამოსვლისთვის რიგი წესები და პირობები შეიცვალა. მჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0