პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული

© photo: Sputnik / Mikhail Klementiev / ფოტობანკში გადასვლავლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
განაცხადი რუსეთის პრეზიდენტის მშვიდობის პრემიაზე წარსადგენად ოსლოში მდებარე ნობელის კომიტეტში 10 სექტემბერს შევიდა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ნობელის კომიტეტმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2021 წლის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა სიაში შეიყვანა, ნომინაციაში წარდგენილ პირთა წინასწარი რაოდენობა 286 ადამიანს შეადგენს, განაცხადა აკადემიკოსმა, მწერალმა სერგეი კომკოვმა, რომელმაც პუტინი პრემიაზე წარადგინა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ განაცხადი რუსეთის პრეზიდენტის მშვიდობის პრემიაზე წარსადგენად ოსლოში მდებარე ნობელის კომიტეტში 10 სექტემბერს შევიდა.

BLM-ის აქცია ლონდონში - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2021
მოძრაობა Black Lives Matter ნობელის პრემიაზე წარადგინეს

„მივიღე პასუხი, რომ „თქვენი კანდიდატი ჩართულია სიაში“ და წელს ნომინანტთა საერთო რაოდენობა ჯერ ზუსტდება, მაგრამ წინასწარი რაოდენობა 286 ადამიანს შეადგენს“, - განუცხადა კომკოვმა РИА Новости-ს.

აკადემიკოსმა დასძინა, რომ პუტინი მშვიდობის ნობელის პრემიის კანდიდატთა სიაში 2014 წელსაც შეიყვანეს, მაშინ ნომინაციაში სულ 278 ადამიანი იყო წარდგენილი.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ენიჭება პიროვნებასა ან ორგანიზაციას მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო. 2020 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სასურსათო პროგრამას გადაეცა. მის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, ბარაკ ობამა, იასირ არაფატი და სხვ. რუსეთის ან სსრკ-ის მოქალაქეებს შორის პრემია ჯერჯერობით ერთადერთ ადამიანს - მიხეილ გორბაჩოვს მიენიჭა.

ლაურეატის ვინაობა ოსლოში 8 ოქტომბერს გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური