აწამებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა: ოჯახური ძალადობისთვის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Tabyldy Kadyrbekovძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2021
საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ მცირდება

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი ოჯახის წევრს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მიმდინარე წლის 19 მარტს კი ქალი ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. 

უწყების ცნობით, ქალი მუდმივ სტრესში იმყოფებოდა, მან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი და სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-144 პრიმა, 11 პრიმა-151, 11 პრიმა-151 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია (რაოდენობის მიხედვით შსს-ს მონაცემებში მეორე ადგილზეა). ოჯახური ძალადობა 2014 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0