თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქართველი რეპერი გიორგი იოსელიანი, იგივე Kazzy Jazz 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
Kazzy Jazz-მა აქტიური კარიერა 2011-12 წლებში დაიწყო. მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი სიმღერა: „ჩემი ქალაქი“, „დავარღვევ სიჩუმეს“, „მამაქალაქიდან სალამი“.