კალაძე: მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას ნდობისთვის და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს
„2017 წლიდან დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ოთხი წლით. მაშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა დედაქალაქის მოსახლეობას. ეს იყო სატრანსპორტო, ურბანული, ეკოლოგიური, სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკური და მართვის პოლიტიკა. ჩვენ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას ნდობისთვის, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი საქმიანობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლობას წარუდგენს ერთგვარ ანგარიშს, თუ რა პროექტები განხორციელდა კონკრეტულად მისი მერობის პერიოდში.