კახა კალაძემ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ „დინამოელებსა“ და ქართველ გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა – დღეს 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. 

თბილისის დინამოს შემადგენლობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2020
კოტე მახარაძე: Ликует столица Грузии и вся страна!..

ზუსტად 40 წლის წინ უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამომ“ გერმანიის საფეხბურთო გუნდს „კარლ ცაისს“ 2-1 მოუგო. გამარჯვების გოლები ვიტალი დარასელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

„მე კიდევ ერთხელ მინდა „დინამოელებს“, ქართველ გულშემატკივარს, ბიჭებს, ამ თაობას, ყველას, ვინც 1981 წლის 13 მაისმა გაახარა, მივულოცო ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის „დინამომ“ შეძლო თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვება. ეს გამარჯვება თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

40 წლის წინ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებმა წარმოუდგენელი სიხარული მოუტანა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, „დინამო" კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0