ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

© REUTERS / Suhaib Salemისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილებისგან.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ისრაელში გუშინდელი სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან უკვე გამოეწერა, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და თანამემამულეებთან 24-საათიან კონტაქტში იმყოფება.

„საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ჩვენს თანამოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. გუშინ ვთქვი, რომ ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე მსუბუქად დაიჭრა, იგი საავადმყოფოდან გაეწერა და ჩვენი საელჩო მასთან მუდმივ კონტაქტზეა“, – განაცხადა ზალკალიანმა. 
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
ღარიბაშვილი: საქართველო გმობს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმებს

ქვეყნის პირველი დიპლომატის განმარტებით, ამ ეტაპზე ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ განიხილება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 67 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0