Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ერთად ცეკვის ვიდეოებს ასიათასობით ნახვა აქვს

© Facebook / Irakli Makatsariaირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა
ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული გამოაჩინა, ახალი წყვილის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ წყდება.

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სწრაფად იძენს პოპულარობას. ტელეწამყვანმა და ბიზნესმენმა ახლახან გაამხილა, რომ მისი რჩეული 19 წლის მომღერალი ლიზა ჩიჩუაა. ლიზა ცნობილი ოჯახიდანაა. მისი მამა ცნობილი ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ირაკლი და ლიზა „ინსტაგრამზე“ საკუთარ ხელმომწერებს ერთად ცეკვის ვიდეოებს უზიარებენ. აღსანიშნავია, რომ მათი ვიდეოები დიდ ინტერესს იწვევს. პირველი ვიდეო 400 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა, ხოლო მეორეს ნახვები უკვე 100 ათასს გადასცდა.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ და მის­მა რჩე­ულ­მა ლიზა ჩი­ჩუ­ამ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი ერ­თად აღ­ნიშ­ნეს. ორი­ვე მათ­გან­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღ­დგო­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლებით მი­უ­ლო­ცა და ახა­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, წყვილ­მა დრო ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რა - ირაკ­ლის დას­თან, სი­ძეს­თან და დის­შვილ­თან ერ­თად.

ირაკ­ლი­სა და ლი­ზას ფო­ტო­ებს ფო­ტო­ებს უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. „რო­გორ უხ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს“, „სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი ხართ“, „თვალს და გულს უხა­რია თქვე­ნი და­ნახ­ვა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ კო­მენ­ტა­რებ­ში მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.

 

წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0