თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყოფილი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე პლასტმასის საამქროს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლის ლოკალიზებას ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზაცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.