Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დღეს პირველად გავიგე, რა არის სიკვდილი!“ – რა დაემართა მაიკო კაჭკაჭიშვილს?

© courtesy of Veriko Turashviliმაიკო კაჭკაჭიშვილი
მაიკო კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
კომპოზიტორი სოციალურ ქსელში საზარელ სიტუაციასთან დაკავშირებით წერს. ნახეთ რა შეემთხვა მაიკო კაჭკაჭიშვილს.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საშინელ ავარიას გადაურჩა. ის აღნიშნავს, რომ ამ დღის მერე ბევრი რამ გადააფასა.

კომპოზიტორის თქმით, ისეთ სიტუაციაში მოხვდა, სადაც გადარჩენის შანსი ერთი პროცენტიც კი არ იყო. მიდიოდა გზაზე და სასტუმრო „რედისონთან“ არსებული გვირაბის გასასვლელთან მის წინ ჯიპის ტიპის ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს ისეთი ძალით შეეჯახა, რომ ის ჰაერში აიწია და მისი მანქანისკენ გაფრინდა. ამბობს, რომ არ ახსოვს როგორ გადარჩა უვნებლად – მანქანამ მის მანქანას გადაუფრინა, თუ თავად გააკეთა ისეთი მანევრი, რომ მას აერიდა.

„დღეს პირველად გავიგე, რა არის სიკვდილი! მოკლედ, მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირია. ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან, არ მშორდება კადრი თვალებიდან. მგონია, რომ წარსული არ მქონია და ახლა დავიბადე“, – წერს კომპოზიტორი.

ყველა ახალი ამბავი
0