COVID-19 საქართველოში – 12 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 304.935 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.363, კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.231 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 772 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.409-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 325.665-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 304.935 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.256), გარდაიცვალა – 4.363 (ბოლო 24 საათში – 27), კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.231 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 772 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 40.275 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27.699, PCR–ტესტით – 12.576.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო 7 დღის – 5,48%.

სულ აცრილია 71.570 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.433 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0