შოთა და არჩილ არველაძეები Sinopharm-ის ვაქცინით აიცრნენ

© Sputnik / STRINGERვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარეს.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ძმებმა არველაძეებმა ჩინური წარმოების პრეპარატით აცრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთეს.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძემ კორონავირუსი 2020 წლის შემოდგომაზე დაამარცხა – მას ინფექცია 23 სექტემბერს დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 67.136 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები. ქვეყანამ ჩინური პრეპარატის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0