თამარ გაბუნია: ჯერ არ გვაქვს შესაძლებლობა ვიფიქროთ „კომენდანტის საათის“ გადავადებაზე

© Nuclear Power Plantsთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობაზე საუბრობს.
თამარ გაბუნია: ჯერ არ გვაქვს შესაძლებლობა ვიფიქროთ „კომენდანტის საათის“ გადავადებაზე
„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ „კომენდანტის საათის“ გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები და არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა გვაქვს, მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება და შემდეგ უკვე გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

ყველა ახალი ამბავი
0