საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerისრაელისა და საქართველოს დროშები
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აფრთხილებს.

საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0