საქართველოში კენიიდან 6 ათასამდე დაავადებული ყვავილი შემოიტანეს

© REUTERS / Tom Brennerტიტები
ტიტები - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყვავილები საკარანტინო მავნე ორგანიზმს შეიცავდა. აღნიშნული საქონელი ადგილზე განადგურდა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში საჰაერო გზით კენიის რესპუბლიკიდან 5,7 ათასი სხვადასხვა სახეობის დაბინძურებული მოჭრილი ყვავილი შემოიტანეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სეს-ი: თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით. აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი Frankliniella occidentalis.

ესაა კულტურულ მცენარეთა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მავნებელი, ასევე მცენარეების ვირუსულ დაავადებათა გადამტანი.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0