სამეგრელოში კორონავირუსს 78 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 76-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი ცხრა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
COVID-19 საქართველოში – 11 მაისის მონაცემები

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 78 წლამდე მამაკაცი ქუთაისის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 271 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 17-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 138 კოვიდ-პაციენტი გადის – 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 54 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 324.256-ს მიაღწია. 

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0