რომელი ვაქცინაა პოპულარული საქართველოში

© REUTERS / THILO SCHMUELGEN Pfizer–ით ვაქცინაცია
 Pfizer–ით ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
Pfizer-ის ვაქცინას პოპულარობის მხრივ მოსდევს Moderna, მოთხოვნაა ასევე AstraZeneca-ზე, რომლის მეორე დოზით ვაქცინაცია ქვეყანაში გუშინ დაიწყო.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს 75 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა, უპირატესობას Pfizer-ის პრეპარატს ანიჭებს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 84.676 ადამიანი.

რეგისტრირებული პირებიდან Moderna-ს ვაქცინით აცრის სურვილი გამოთქვა 33.471-მა ადამიანმა, AstraZeneca-ს ირჩევს 16.714, საკუთარი არჩევანი Sinopharm-ზე შეაჩერა – 13.295-მა, Johnson&Johnson-ზე – 9.571-მა, Novavax-ზე – 6.401-მა, ხოლო Sinovac-ზე – 1.475-მა ადამიანმა. 
ჩინური ვაქცინა Sinopharm - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამყრელიძე: ჯანმოს ავტორიზაციით Sinopharm-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მიზანია ჯანდაცვის უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID-19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. 

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება. წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 67.136 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0