ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის „მასტერსზე“ ასპარეზობა დაასრულა

© AFP 2024 / CHRISTOF STACHEნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ბასილაშვილი მსოფლიოს მეცხრე ჩოგანთან – იტალიელ მატეო ბერეტინისთან სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 2:6, 4:6.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 30-ე ნომერი) „მასტერსის“ სერიის რომის ტურნირს გამოეთიშა.

პირველივე წრეში ბასილაშვილი მსოფლიოს მეცხრე ჩოგანთან – იტალიელ მატეო ბერეტინისთან სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 2:6, 4:6. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
ბასილაშვილი კვლავ მსოფლიოს 30 უძლიერესი ჩოგბურთელის სიაშია

ბერეტინი, რომელიც ორი დღის წინ მადრიდის „მასტერსის“ ფინალში ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ თამაშობდა, პირველ პარტიაში არც ისე კარგად გამოიყურებოდა. მან ბასილაშვილს თავისი ჩაწოდება ორჯერ დაუთმო, მაგრამ ეს იყო უკანასკნელი, რაც იტალიელმა ბასილაშვილს დაუთმო.

მეორე და მესამე პარტია ბერეტინიმ ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, საერთო ჯამში გააკეთა სამი ბრეიკი და ტურნირის მეორე წრეში გადავიდა.

პირველივე წრეში წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 12 ათასი ევრო გამოიმუშავა.

Internazionali BNL d'Italia-ს საერთო საპრიზო ფონდი 2,5 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0