ხანძარი თბილისში: ცეცხლს სავაჭრო საწყობში 12 სახანძრო ბრიგადა აქრობდა – ვიდეო

გამოწერა
ორშაბათს თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლის საწყობში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ოპერატიულად ლიკვიდირება მოახერხეს. დაწვრილებით - იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ხანძრის დროს მიმდებარე ტერიტორიიდან 150 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

საწყობები, სადაც ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ცენტრ „საბას“, სხვა სავაჭრო ობიექტებისა და საწყობების მახლობლად მდებარეობს. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროულად ჩაქრობა შეძლეს.

ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო ბრიგადა, საწყობის გარშემო ტერიტორია პოლიციამ შემოსაზღვრა.

სპეციალისტები ზარალს ითვლიან. ხანძრის ლოკალიზაციას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, რომელიც თბილისში უკვე რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0