სტიქია ჩოხატაურში: ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა

© photo: Emergency Management Service / FBმეხანძრეები სტიქიის ზონაში
მეხანძრეები სტიქიის ზონაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ჯერჯერობით დათვლილი არ არის, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. ზარალის რაოდენობას კომისია შეისწავლის.

თბილისი, 10 მაისი - Spuntik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.

სტიქია ატენის ხეობაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
უხვმა ნალექმა ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა – ვიდეო

კერძოდ, ძლიერმა ქარმა სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც. ქარმა პრობლემები შექმნა აგრეთვე სოფლებში ბასილეთში, გუთურსა და ბუკნარში.

„გამოდარებისთანავე მოხდება სკოლის სახურავის შეკეთება, მუნიციპალიტეტი ასევე შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს. მოხდება ზარალის აღწერა“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარი და ნალექი გურიაში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

სტიქიამ გუშინ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ასევე თეთრიწყაროს რაიონსა და ატენის ხეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0