როდის გაუმჯობესდება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში – პაატა იმნაძის განმარტება

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდვითარებაა, თუმცა სიტუაცია ზაფხულისთვის გაუმჯობესდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

ცარიელი ქუჩები კომენდანტის საათის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
„კომენდანტის საათი“ ექვსი თვისაა: შეზღუდვის ისტორია

„საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველ ნახევარს თუ ისე გავივლით, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეპიდემიოლოგმა.

იმნაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კარგი ტემპით მიდის და ის იმედს იტოვებს, რომ იმუნიზაციის პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება.

„იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

9 მაისის მონაცემებით, აცრა გაკეთებული აქვს 61.319 ადამიანს, მათ შორის, ბოლო ერთ დღეში – 2.765-ს. ბოლო 14 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 5,98%, ბოლო შვიდ დღეში კი 6,55% შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 321.919 შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0