გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია: სასამართლო პროცესი 16 საათზე გაიმართება

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა, მანამდე კი ევროკავშირმა გირაო გადაიხადა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე მიმართა

სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს გუშინ მიმართა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

ბრალდებულის ადვოკატების შეფასებით, მელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ისინი აპირებენ სხდომაზე დააფიქსირონ პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით  ევროკავშირმა უკვე გადაიხადა. ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, ხოლო მეორე – ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

ყველა ახალი ამბავი
0