მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ვარიანტები: ექსპერტები ახალ კრიზისზე საუბრობენ

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
უახლოესი ათწლეულის პროგნოზის ორივე ვარიანტს აერთიანებს ციკლური ვარდნა, რომელიც, ექსპერტების აზრით, 20-იანი წლების შუა პერიოდშია მოსალოდნელი.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკის მონეტარული სტიმულირება ბაზრების გადატვირთვას და „გადახურებას“ გამოიწვევს (სიტუაცია, რა დროსაც ფასების ინტენსიური ცვლა არაა გამყარებული არავითარი ობიექტური ფაქტორებით), შედეგად კი გარდაუვალი იქნება ახალი ეკონომიკური კრიზისი 2025 წელს, ნათქვამია მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მოხსენებაში, რომლის ძირითად დებულებებს გამოცემა „იზვესტია“ აქვეყნებს.

მოხსენების თანახმად, საბაზო, შესაბამისად, მეტად მოსალოდნელი სცენარი ასეთია: პანდემია სრულდება 2021 წლის შუა პერიოდისთვის, მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპები შეადგენს წელიწადში 4%-ს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი კი 82-85 დოლარს აღწევს - მაგრამ ათწლეულის ბოლოს.

მოსახლეობა სააღდგომოდ პროდუქტებს იმარაგებს - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას ვარაუდობს

მეორე სცენარით, პანდემია გრძელდება 2022 წლის შუა პერიოდამდე, მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპი წელიწადში 2-3%-ს აღწევს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი კი მცირდება 50-55 დოლარამდე ათწლეულის პირველ ნახევარში და იზრდება 65 დოლარამდე 2030 წლის დასაწყისისთვის.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ორივე ვარიანტი მოიცავს ციკლურ ვარდნას 20-იანი წლების შუა პერიოდისთვის, თუმცა, პირველი სცენარის მიხედვით, ეს იქნება ბაზრების „გადახურების“ შედეგი, მეორის მიხედვით კი – ვალებით გამოწვეული კრიზისის გაგრძელება, კერძოდ, სამხრეთ ევროპულ ქვეყნებსა და თურქეთში, სადაც ეპიდემია შეიძლება გახანგრძლივდეს.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ 2025 წელს მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპი 1-2%-მდე შემცირდება.

ყველა ახალი ამბავი
0