მსჯავრდებულებისთვის გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი დაიწყო

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
სასწავლო კურსი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია–რესოციალიზაციასა და მათთვის ახალი პროფესიული უნარების შეძენას ითვალისწინებს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი პროგრამების შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, აღნიშნულია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2020
საგანმანათლებლო პროექტი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისურ ენას შეისწვლიან

უწყების ცნობით, მსჯავრდებულები ორი თვის განმავლობაში Adobe Illustrator CC-ში მუშაობის ძირითად პრინციპებს დაეუფლებიან.

პროექტს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გასულ თვეში გაფორმდა.

ყველა ახალი ამბავი
0