თურნავა: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითადი მოთხოვნებია თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა და მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნამახვანიჰესის“ შეჩერებული სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
„ნამახვანჰესის“ მედიაციის პროცესში საერთაშორისო შაუამავალი ჩაერთო

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

​მინისტრის განმარტებით, კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში და მან აღნიშნა, რომ კვლევები გაგრძელდება.

„პირველ რიგში, მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხალზე, მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად მედიაციის პროცესში ჩვენი თხოვნით და სახელმწიფოს მოწვევით“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავას განმარტებით, ამ მიზეზებიდან გამომდინარე მთავრობა ამ ეტაპზე ვერ ხედავს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას.

„ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები რეგონებში მოსახლეობას ხვდებიან    

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.

ამავე დროს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციებს არ წყვეტენ. ისინი სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავენ მოსახლეობასთან. მაგალითად, შეხვედრა წინა კვირაში უკვე გაიმართა ცაგერში, ამბროლაურში, დღეს კი – ფოთში. „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებისთვის ემზადებიან.

ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

ყველა ახალი ამბავი
0