ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა

© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი საკანალიზაციო ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 ათასი ადამიანი ისარგებლებს.

შესრულებულ სამუშაოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე ადგილზე გაეცნენ. 

ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
აზიის განვითარების ბანკი ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობას აფინანსებს

„ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. ეს არის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად გამოირჩევა მართვის ეფექტურობით. ასევე, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ობიექტის დამოუკიდებელ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მას 43 მლნ ლარზე მეტი მოხმარდა.

ყველა ახალი ამბავი
0