თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა, იუწყება პირველი არხი.
სტიქია იყო ძირაგას, ალექსეევკას, ჭივჭავის, მაწევანის, ჯორჯიაშვილის, ასურეთის სოფლებსა და ქალაქ თეთრიწყაროში – სეტყვამ
ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სეტყვამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს. რაიონის რწმუნებულის, გიორგი ქორიძის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.
უხვმა ნალექმა დღეს პრობლემები შექმნა ატენის ხეობაშიც. კერძოდ, მეწყრული პროცესის შედეგად გორი-ბოშური-ატენის მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.