ევროპის დღის აღსანიშნავად უნიკალური მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროპის დროშები
საქართველოსა და ევროპის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
კომპოზიციას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჰიმნსა და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფინალს აერთიანებს, 100-ზე მეტი მუსიკოსი ასრულებს.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების შერწყმით მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა, ვიდეორგოლს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

აღნიშნული კომპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ჰიმნსა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფინალს აერთიანებს, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა შექმნეს.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
პრეზიდენტი: ევროპისთვის საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა

ნაწარმოების შესრულებაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო. მათ შორის არიან გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები და სხვა მუსიკოსები.

ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანი — საქართველოს მოქალაქეებისთვის  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებული აქტივობების გაცნობაა.

ყველა ახალი ამბავი
0